ჩვენი დროით 15:00 საათზე ბუნდესლიგა 2-ის მორიგ შეხვედრას გამართავს ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე, რომელიც დიუსელდორფს ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველ ტურში სრული საოცრება ჩაიდინა, მეტოქეს სამი გოლი გაუტანა, თანაც სამივე ლამაზი, ამ გოლების ხარჯზე კი კარლსრუემ ტურნირი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი გამარჯვებით დაიწყო.
ცხადია, კარლსრუეს ფანებს ბუდუს იმედი ამჯერადაც აქვთ და გასაკვირი სულაც არაა, რომ ქართველი თავდამსხმელი კვლავ ძირითად შემადგენლობაშია.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის ბუნდესლიგა 2-ში ბუდუმ მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო, მისი მეოთხედი კი ქართველს ერთ ტურში უკვე გატანილი აქვს!