დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი 2024/2025 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ქვედალიგელ მოდენასთან იტალიის თასზე გამართავს.
აღნიშნული დაპირისპირება 1/32-ფინალში შედგება, ხვიჩა კვარაცხელიას კი, რა თქმა უნდა, ძირითადი შემადგენლობიდან ველით. თითქოს, აქამდე იწერებოდა, რომ ქართველს დისკომფორტი ჰქონდა და მოდენასთან ვერ ითამაშებდა, თუმცა უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ დღეს კვარა ითამაშებს.
ნაპოლისა და მოდენას დაპირისპირება ჩვენი დროით 23:15-ზე დაიწყება, ამ თამაშის ხილვა კი მითითებულ საიტზე შეგეძლებათ.
იხილეთ ფოტო