'ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს ' - ხვიჩას ინტერვიუ სერია A-სთან » სპორტის ხაზი

'ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს ' - ხვიჩას ინტერვიუ სერია A-სთან

'ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს ' - ხვიჩას ინტერვიუ სერია A-სთან
12-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა ქართველ ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ხვიჩა ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

'ბურთი ზედმეტად მიყვარს' - "ჩემი მხრიდან უხერხული იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს. ზოჯერ ალბათ ზედმეტიც კი მომდის. ბურთის სიყვარული ცოტა ზედმეტი მაქვს. არა უშავს, მთავარია, გუნდს გამოვადგე ბურთის ფლობით".

'კვარადონაზე' - "მარადონასთან შედარება ალბათ არცერთი ფეხბურთელის შეიძლება, რადგან ის ლეგენდა იყო. რთულად წარმოასდგენია, დედამიწას ასეთი მოთამაშე კიდევ მოევლინოს. ძალიან მიხარია, რომ ჩემზე რაღაც ასეთს ამბობენ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს".

'ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს ' - ხვიჩას ინტერვიუ სერია A-სთან

ხვიჩას ნეაპოლში მარადონას ადარებენ

ლუჩანო სპალეტიზე - "პირველ რიგში, მის ადამიანობას გამოვარჩევ. ძალიან მაგარი ადამიანია. ჩამოსვლის დღიდან სულ მელაპარაკება, რაღაცას მიხსნის, მასწავლის. ვატყობ, ძალიან განვვითარდი, ბევრი რაღაც ვისწავლე ტაქტიკურად. მისგან უფრო მეტი მინდა ვისწავლო, რადგან ძალიან მაგარი მწვრთნელია. სულ მეუბნება იმას, რომ უფრო მეტი უნდა ვაკეთო და არაფრით არ უნდა დავკმაყოფილდე".


სპალეტისთვის ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია

კი მინ ჯეზე (ნაპოლის ცენტრალური-მცველი) - "პირველ რიგში, საოცარი და პოზიტიური ადამიანია. მასთან ლაპარაკის დროს უშანსოდ ხარ - აუცილებლად გაგეცინება, რადგან ძალიან ბევრს ხუმრობს. რაც შეეხება ფეხბურთს, ძალიან ძლიერია. ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. როცა უკან დგას, იმედით ხარ, რომ აუცილებლად წაართმევს ბურთს და ყველაფერს გადაეღობება, რომ კარში არ მივიღოთ გოლი. საოცარი ფეხბურთელია".


ხვიჩას და კი მინ ჯეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ

მოგახსენებთ იმასაც, რომ დღეს 'ნაპოლი' 'უდინეზეს' დაუპირისპირება. სამწუხაროდ ამ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია 'ლივერპულთან' მიღებული ტრამვის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი