ბორუსია დორტმუნდის აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ნიკლას ფიულკრუგი კარიერას ვესტ ჰემში გააგრძელებს.
"გულშემატკივრებთან ახლოს ყოფნა მიყვარს, და ვაპირებ რომ ვესტ ჰემის ფანებსაც შევხვდე. თავს კარგად ვგრძნობ და მხოლოდ მინდა გავიდე და მათთვის ვითამაშო. მჯერა, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა."
- ამბობს გერმანელი.
ფიულკრუგმა დორტმუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და 15 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნიკლასის ანგარიშზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 21 შეხვედრაში 13 გოლია.
გერმანელის სანაცვლოდ ვესტ ჰემმა 27 მილიონი ევრო გადახდა. 31 წლის ფორვარდსა და ლონდონურ კლუბს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.