პროგრესი შესამჩნევია - რამდენი სამქულიანი ჩააგდო საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პირველ ნახევარში? » სპორტის ხაზი

პროგრესი შესამჩნევია - რამდენი სამქულიანი ჩააგდო საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პირველ ნახევარში?

პროგრესი შესამჩნევია - რამდენი სამქულიანი ჩააგდო საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პირველ ნახევარში?
12-11-2022, 00:34
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებსა და ისლანდიას შორის მიმდინარე შეხვედრის პირველი ნახევარი, ანგარიშით 38:45.

პირველ ნახევარში რაც უნდა აღინიშნოს, არის პერიმეტრზე ნაკრების კარგი მოქმედება. ილია ზუროსის შეგირდებმა 20 წუთში მეტოქეს 4 სამქულიანი ჩაუგდეს, რაც რა თქმა უნდა კარგი შედეგია.

ამ მატჩში ჯერჯერობით ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა, რომელმაც პირველ ნახევარში 14 ქულას, 3 მოხსნას და 2 პასს მოუყარა თავი.

შეგახსნებთ იმასაც, რომ თუ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ბიჭები დღეს მეტოქეს დაამარცხებენ, მაშინ ეროვნული ნაკრები ისტორიულ შედეგს, კერძოდ კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ძალიან მიუახლოვდება, იმ მსოფლიოს ჩემპიონატს, სადაც საქართველოს არასდროს უასპარეზია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი