საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო | ისლანდიასთან დანაკლისით ვითამაშებთ » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო | ისლანდიასთან დანაკლისით ვითამაშებთ

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო | ისლანდიასთან დანაკლისით ვითამაშებთ
11-11-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისლანდიას დღეს, 23:35-ზე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება, სადაც გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა ფინალურ ეტაპს საგრძნობლად მივუახლოვდეთ.

სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრების ვარჯიშზე აქილევსის მყესის ტრავმა გივი ბაქრაძემ მიიღო, რის შესახებაც ქართველი კალათბურთელის კლუბი წერს. ამ მომენტისთვის, უცნობია თუ რამდენი ხანი გაუცდება საქართველოს ნაკრების კალათბურთელს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გვთავაზობს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი