ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძის შეხვედრაში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების შემდეგ, ქართულმა მხარემ საჩივარი წარადგინა, რომელის შესახებაც ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიაშვილმა ისაუბრა გადაცემა სპორტი იმედზე ეთერში.
ფარიკაობა სპორტის სპეციფიური სახეობაა, შორიდან არაფერი არ ჩანს და არბიტრები გადაწყვეტილებას ხშირად გადამოწმების შემდეგ იღებენ ხოლმე, მაგრამ ისინი ამჯერადაც სანდროს წინააღმდეგ წავიდნენ.
როგორც მითხრეს საბოლოო შედეგი არ გადაიხედება, შესაბამისად ეს საჩივარი რამდენად იქნება შეღავათიანი სანდროსთვის, რთული სათქმელია.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების საფუძველზე ეგვიპტელ მეტოქესთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებზე ამჯერადაც უმედლოდ დარჩა.