ხვალ, 28 ივლისს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობას კიდევ 3 ქართველი სპორტსმენი დაიწყებს, ესენია: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი ყუშიტაშვილი და ნოე ფანცხავა.
ვაჟა მარგველაშვილი ძიუდოში ასპარეზობს. ის -66კგ კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახლავთ, ახლა კი ყველას ოქროს მოლოდინი გვექნება. ვაჟას პირველი მოწინააღმდეგე ან მასპინძელი ვალიდ ხიარი იქნება, ან დევნილთა გუნდის წარმომადგენელი მოჰამად რაშნონეჟადი. დიდი ალბათობით, ვაჟა ასპარეზობას 12:00 საათიდან დაიწყებს.
გიორგი ყუშიტაშვილი მოკრივე გახლავთ. ის -92კგ კატეგორიაში გამოდის. ყუშიტაშვილი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს, მისი მეტოქე კი ტაჯიკი მოკრივე დავლათ ბოლთაევია. ყუშიტაშვილის ბრძოლა 22:45-ზე დაიწყება. ცნობისთვის, ის ევროპის ჩემპიონია.
ნოე ფანცხავა ცურვის შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას, კონკრეტულად კი 100 მეტრის გულაღმა ცურვის დისციპლინაში. ნოეს მიზანი 16 საუკეთესოს შორის მოხვედრაა, რომლებიც ნახევარფინალში 23:35-დან იასპარეზებენ.