'ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა' - საბა საზანოვის მამამ თავისი შვილის წარმატებაზე კომენტარი გააკეთა » სპორტის ხაზი

'ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა' - საბა საზანოვის მამამ თავისი შვილის წარმატებაზე კომენტარი გააკეთა

'ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა' - საბა საზანოვის მამამ თავისი შვილის წარმატებაზე კომენტარი გააკეთა
11-11-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მაროკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში 2 დებიუტანტია: საბა საზონოვი და გიორგი გოჩოლეიშვილი. ორივე ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი გახლავთ.

თავისი შვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი საბა საზანოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა.

"გავიხარე თუ არ შვილის გამო? როგორც კი გავიგე, მაშინვე მივულოცე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა, დადებითი ემოციები განვიცადე. რუსეთის ეროვნული გუნდი? არჩევანი უკვე გაკეთებულია.

ამ არჩევანის გამო სტრესი გამოვიარეთ, რომელიც რა თქმა უნდა ადვილი არ ყოფილა. ეს იმის გათვალისწინებით გვქონდა, რომ შეეცადნენ საბასთვის ცილი დაეწამებინათ და უარყოფითად წარმოეჩინათ. თუმცა, ახლა ჩემი ვაჟი ეროვნული ნაკრების მთავარ გუნდში გამოიძახეს, ამით ბედნიერი ვარ და ვამაყობ მისით." -
თქვა ანდრეი საზანოვმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 'ჯვაროსნები' მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრას 17 ნოემბერს, გაერთიანებულ საამიროებში გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი