'მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა' - 'ნაპოლის' სპორტული დირექტორი ხვიჩას შესახებ » სპორტის ხაზი

'მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა' - 'ნაპოლის' სპორტული დირექტორი ხვიჩას შესახებ

'მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა' - 'ნაპოლის' სპორტული დირექტორი ხვიჩას შესახებ
11-11-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლოდროს უცხოურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ 'ნაპოლი' ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა.

ამ თემაზე კომენტარი პერტენოპეის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ 21 წლის შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ არანაირი შეთანხმება არ არსებობს და ეს ყოველივე პრესის მიერ გამოგონილი სიცრუეა.

"კონტრაქტის გახანგრძლივება ხვიჩასთან? - სასაუბრო არაფერია. ეს ყველაფერი პრესის მიერ გამოგონილი ფაბრიკაციაა." - ამბობს ჯუნტოლი.

როგორც ჩანს მედიაში გავრცელებული ინფორმაციია იმის შესახებ, რომ იტალიური კლუბი კვარას კონტრაქტს 1 წლით, 2028 წლამდე გაუგრძელებდა, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი გახდებოდა სიმართლეს არ შეესაბამება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი