მერაბს და თოფურიას უკბინა? - რა განცხადება გაავრცელა გიგა ჭიკაძემ » სპორტის ხაზი

მერაბს და თოფურიას უკბინა? - რა განცხადება გაავრცელა გიგა ჭიკაძემ

მერაბს და თოფურიას უკბინა? - რა განცხადება გაავრცელა გიგა ჭიკაძემ
24-07-2024, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

ქართულ მედიაში UFC-ის მებრძოლის, გიგა ჭიკაძის კომენტარი გავრცელდა, რამაც გულშემატკივარში დიდი გამოხმაურება და რეზონანსი გამოიწვია.

ჩემი მიზანი ყოველთვის ჩემპიონობა იყო. ჩემი ქვეყანა იმსახურებს, რომ UFC-ის ნამდვილი, ერთადერთი ქართველი ჩემპიონი ჰყავდეს.

- თქვა ჭიკაძემ.

გიგას ეს კომენტარი ბევრმა ქომაგმა მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას საწინააღმდეგოდ მიიღო. როგორც იცით, თოფურია თავის წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარს უკვე ფლობს, თუმცა მის გამარჯვებას ქართველებთან ერთად ესპანელებიც ზეიმობენ, დვალიშვილი კი ოქტაგონზე საქართველოსა და ამერიკის დროშებით ერთბაშად ჩნდება ხოლმე.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დვალიშვილი მექსიკელებსაც "თავისიანებად" მოიხსენიებს, ეს ყოველივე კი საკმარისი გახდა იმისათვის, რათა გიგა ჭიკაძის გაკეთებული კომენტარი ხალხს ორაზროვნად გაეგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი