ქართველი კომენტატორი: "ლაშას ოლიმპიადაზე ხელს მხოლოდ ეს თუ შეუშლის" » სპორტის ხაზი

ქართველი კომენტატორი: "ლაშას ოლიმპიადაზე ხელს მხოლოდ ეს თუ შეუშლის"

ქართველი კომენტატორი: "ლაშას ოლიმპიადაზე ხელს მხოლოდ ეს თუ შეუშლის"
24-07-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა კომენტატორმა, ზურაბ თალაკვაძემ გადაცემა "ამბასადორი სპორტის" ფარგლებში პარიზის ოლიმპიადისა და ლაშა ტალახაძის შესახებ ისაუბრა.

თალაკვაძეს წამყვანებმა კითხვა იმის შესახებ დაუსვეს თუ რომელი უფრო მეტად იქნება თავის სპორტში გამოკვეთილი ფავორიტი, ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში თუ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები კალათბურთში, რასაც კომენტატორმა ასეთი პასუხი გასცა:

მგონი, ორივეს ნაკლებად შეაწუხებს ვინმე ამ ოლიმპიადაზე, ლაშას ტრადიციულად და ალბათ, ამერიკის ნაკრებსაც. ლაშას მე უფრო შევადარებდი 1992 წლის და 1996 წლის ამერიკის ნაკრებებს, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში.

ლაშას, ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს და ჯერჯერობით არ შეუშლია არასოდეს, არის მისი ფიზმომზადება, მეტი არაფერი, რადგან რეალურად ლაშას კონკურენტი არ ჰყავს, თვითონ განსაზღვრავს შესაძლებლობებს, რა წონაზე წავიდეს და რამდენად მაქსიმალურად გამოოყენოს თავის შესაძლებლობები.

- ამბობს ზურაბ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი