"ასე ვაპირებ რინერის დამარცხებას" - თუშიშვილის კომენტარი ლეგენდარულ ფრანგზე » სპორტის ხაზი

"ასე ვაპირებ რინერის დამარცხებას" - თუშიშვილის კომენტარი ლეგენდარულ ფრანგზე

"ასე ვაპირებ რინერის დამარცხებას" - თუშიშვილის კომენტარი ლეგენდარულ ფრანგზე
24-07-2024, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ჯუდოს ნაკრების წევრს, გურამ თუშიშვილი Croco-ს იუთუბ გადაცემის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, თუშიშვილმა ყურადღება ლეგენდარულ ტედი რინერთან მოსალოდნელ დაპირისპირებაზეც გაამახვილა.

"ეს ბოლო ოლიმპიადაა მისთვის და რა თქმა უნდა ისიც პლიუსია, რომ საკუთარ კედლებში იასპარეზებს. გიჟი უნდა იყო ადამიანი, რინერზე რომ თქვა კონკურენტად არ აღვიქვამო.

რახან ოლიმპიადა საფრანგეთში ტარდება, არ არის გამორიცხული ცოტათი მიეხმარონ მსაჯები, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ - ამაზე ფიქრით ვერაფერს შევცვლით, ვერც ოლიმპიადას გადავიტანთ სხვაგან. ერთადერთი რაც დაგვრჩენია, კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ რანაირი პირობებიც არ უნდა დაგვხდეს პარიზში, გამარჯვებას მაინც უნდა მივაღწიოთ.

რაც შეეხება ტაქტიკურ მონახაზს, გარკვეული მონახაზები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი მაინც უშუალოდ შეხვედრის დროს გამოჩნდება. არის რაღაცეები, რისი გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად რინერს მემარცხენე მეტოქეებთან ჭიდაობა უჭირს, ასე რომ, კარგად გვყავს შესწავლილი და ვაჟკაცურად შევერკინებით.

ანალოგიურად ვფიქრობ, რომ არც რინერისთვის ვარ მარტივად მოსარევი მეტოქე, სულ მალე ყველაფერი გამოჩნდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სამართლიანად ჩაივლის
", - განაცხადა თუშიშვილმა.

ინტერვიუს სრულად სანახავად, ეწვიეთ: croco-ს იუთუბ არხს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი