კარგ დროს გამოასწრო - დავითაშვილის ბორდო მე-3 ლიგაში დააქვეითეს » სპორტის ხაზი

კარგ დროს გამოასწრო - დავითაშვილის ბორდო მე-3 ლიგაში დააქვეითეს

კარგ დროს გამოასწრო - დავითაშვილის ბორდო მე-3 ლიგაში დააქვეითეს
23-07-2024, 20:16
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილის ყოფილი კლუბი ბორდო ლიგა 2-დან საფრანგეთის მესამე ლიგაში დააქვეითეს.

ამის მიზეზი ფინანსური პრობლემებია - ბორდო უკვე კარგა ხანია რაც ინვესტორს ეძებს, მაგრამ ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა. მოუგვარებელი ფინანსური პრობლემების გამო კი კლუბი მომდევნო სეზონს ლიგა 3-ში გაატარებს.

თუ კლუბის ხელმძღვანელები უახლოეს პერიოდში ახალ ფინანსურ გეგმას ვერ წარმოადგენენ, შესაძლოა ბორდო კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯოს და მე-4 ან სულაც მე-5 ლიგაში დაქვეითდეს.

რაც შეეხება დავითაშვილს, ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის ბინადარ სენტ ეტიენთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი