რამდენ მედალს აიღებს საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - Sports Illustrated-ის პროგნოზი » სპორტის ხაზი

რამდენ მედალს აიღებს საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - Sports Illustrated-ის პროგნოზი

რამდენ მედალს აიღებს საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - Sports Illustrated-ის პროგნოზი
23-07-2024, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, 26 ივლიის პარიზში სტარტს აიღებს ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები, სადაც საქართველო 28 სპორტსმენის იქნება წარდგენილი.

გავლენიანი სპორტული გამოცემა Sports Illustrated-მა იმ სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მათი აზრით ამ ოლიმპიადაზე მედლებს მოიპოვებენ - სიაში 7 ქართველი მოხვდა.

ოქროს მედალი: ლაშა ტალახაძე (ძალოსანი), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო) და ლაშა ბექაური (ძიუდო).
ვერცხლის მედალი: გიორგი სარდალიშვილი (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (ჭიდაობა).
ბრინჯაოს მედალი: სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ილია სულამანიძე (ძიუდო).

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი