ვოლკანოვსკიმ ჭიკაძე-ალენის ბრძოლის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა » სპორტის ხაზი

ვოლკანოვსკიმ ჭიკაძე-ალენის ბრძოლის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

ვოლკანოვსკიმ ჭიკაძე-ალენის ბრძოლის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
23-07-2024, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გიგა ჭიკაძის და არნოლდ ალენის მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და პროგნოზიც გააკეთა.

"არნოლდ ალენის მოგებას ველოდები, თუმცა, გიგასაც შეუძლია სენსაციის შემოთავაზება. ჭიკაძე უმაღლესი დონის კიკბოქსიორია, რის გამოც ფეხით დამალული დარტყმების გატარება შეუძლია. მისი დარტყმები ძალიან მტკივნეულია და ყველა მებრძოლისთვის შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა.

საბოლოო ჯამში, არ მგონია ფინიში ვიხილოთ და ვფიქრობ, არნოლდი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს
", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლი ალენს UFC 304-ზე დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი