ლუკაკუც მოდის და ოსიმენიც რჩება? - ახალი ამბები ნიგერიელზე » სპორტის ხაზი

ლუკაკუც მოდის და ოსიმენიც რჩება? - ახალი ამბები ნიგერიელზე

ლუკაკუც მოდის და ოსიმენიც რჩება? - ახალი ამბები ნიგერიელზე
22-07-2024, 23:07
Aa Aa
გაზიარება:

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის დატოვება და სხვა გუნდის მაისურის მორგება სურს, თუმცა ჯერჯერობით წინსვლით არაფერი ვითარდება.

ყველაზე მეტად ოსიმენი პარი სენ-ჟერმენთან იყოს ახლოს და თითქოს ტრანსფერი უნდა შემდგარიყო კიდეც, თუმცა ფაბრიციო რომანომ ამის საპირისპირო დაწერა.

მისი მტკიცებით, პსჟ-სა და ნაპოლის მოლაპარაკებები ოსიმენის თაობაზე ჩიხშია შესული, რის გამოც ნიგერიელის გაყიდვის შანსები მცირდება.

საქმე ისაა, რომ ნაპოლის ტრანსფერში პსჟ-ის კანგ-ინ ლის ჩართვა სურს, რასაც ფრანგები არ თანხმდებიან. მოკლედ, არის შანსი, რომ იქითა სეზონში ნაპოლის შემადგენლობაში ოსიმენი და ლუკაკუ ერთად ვნახოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი