"სანიოლმა გამიყვანა და მკითხა, რატომ ვერ ახლობლობ ფეხბურთელებთანო" - გველესიანის უცნობი ისტორია » სპორტის ხაზი

"სანიოლმა გამიყვანა და მკითხა, რატომ ვერ ახლობლობ ფეხბურთელებთანო" - გველესიანის უცნობი ისტორია

"სანიოლმა გამიყვანა და მკითხა, რატომ ვერ ახლობლობ ფეხბურთელებთანო" - გველესიანის უცნობი ისტორია
22-07-2024, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანი ტელეკომპანია იმედის გადაცემა "ნოესთან" სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, გიორგიმ ახსენა, რომ ფეხბურთელებთან კონტაქტი უჭირს და სანიოლისთან ამ თემაზე შემდგარი საუბარიც გაიხსენა.

"ყოველთვის აღნიშნავდნენ ფეხბურთელები, რომ ჩემთან მეგობრობა ერთულებოდათ, განა იმიტომ, რომ არ შეეძლოთ - უბრალოდ ტიპაჟურად განვსხვავდებოდი.

ამას ჩემ სასიკეთოდ ნამდვილად არ ვამბობ, ხანდახან ჯობია, როცა კოლექტივთან ერთად ხარ, 100%-ით კონტაქტური იყო, მაგრამ მე ეს მიჭირდა.

სანიოლმაც აღნიშნა ეს ერთხელ, როცა გამიყვანა და მითხრა: "გიორგი, როგორც გიყურებ მაინცდამაინც კოლექტივთან არ ახლობობ და რაშია საქმე?" - უბრალოდ ვუთხარი, რომ ასეთი ტიპაჟი ვარ და შესაძლოა ირანის გავლენაც იყოს მეთქი.

სინამდვილეში კი ვფიქრობ, რომ ეს ირანის გავლენა არ არის, უფრო მარტო ცხოვრების გავლენაა
", - განაცხადა გველესიანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი