"რინერი ფავორიტია, მაგრამ არც თუშიშვილი უნდა დავივიწყოთ" - EJU შესაძლო ფინალზე წერს » სპორტის ხაზი

"რინერი ფავორიტია, მაგრამ არც თუშიშვილი უნდა დავივიწყოთ" - EJU შესაძლო ფინალზე წერს

"რინერი ფავორიტია, მაგრამ არც თუშიშვილი უნდა დავივიწყოთ" - EJU შესაძლო ფინალზე წერს
22-07-2024, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე, ევროპის ძიუდოს კავშირი საინტერესო სტატიას აქვეყნეს და +100კგ წონით კატეგორიაში მთავარ ფავორიტებზე ამახვილებს ყურადღებას.

"ბოლო შეჯიბრების განმავლობაში დავრწმუნდით, რომ ამ წონით კატეგორიაში ფავორიტი არ არსებობს, თუმცა ყველაზე საინტერესო ტედი რინერის ასპარეზობაა, რომელიც სავარაუდოდ ბოლო ოლიმპიადას ატარებს და შეეცდება, მეოთხე ოლიპიური ოქრო მოიპოვოს. თანაც ტედი საშინაო კედლებში იასპარეზებს, რაც დიდი ფუფუნებაა - ის მთავარ ფავორიტაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

რაც შეეხება ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, აქ ლიდერი გურამ თუშიშვილია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი და მოქმედი ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანია. თანაც, ქართველი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ თუშიშვილი მძიმე წონაში ჭიდაობს, მან მოახერხა და ამ კატეგორიაში ახალი სტილი დაამკვიდრა, რამაც +100 კგ-ში ჭიდაობა კიდევ უფრო სანახაობრივი გახადა
", - წერს ევროპული ძიუდოს კავშირი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი