"მათი პასუხისმგებლობაა ახალი თაობის სათანადოდ ვერგამოყენება" - გველესიანი ყიფიანზე და ჩივაძეზე » სპორტის ხაზი

"მათი პასუხისმგებლობაა ახალი თაობის სათანადოდ ვერგამოყენება" - გველესიანი ყიფიანზე და ჩივაძეზე

"მათი პასუხისმგებლობაა ახალი თაობის სათანადოდ ვერგამოყენება" - გველესიანი ყიფიანზე და ჩივაძეზე
22-07-2024, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანი ტელეკომპანია იმედის გადაცემა "ნოესთან" სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გადაცემის მიმდინარეობისას, ქართველმა ფეხბურთელმა თბილისის დინამოში გატარებული პერიოდი გაიხსენა და ის მომენტი, როცა კაპიტანი გახდა.

ჟურნალისტი: "როგორი შეგრძნებაა, როცა კაპიტანი ხარ იმ გუნდის, რომლის კაპიტნებიც ერთ დროს იყვნენ მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი..."

გველესიანი: პირდაპირ გეტყვი, რადგან გახსნილი გადაცემაა, ეგ გვარები, რომლებიც შენ ჩამოთვალე და ეგ თაობა, ჩვენთვის საპატივცემულო ფეხბურთელები და უდიდესი ფეხბურთელები იყვნენ, უდიდესი მიღწევებით - მაგრამ შემდეგ ისინი მოგვევლინენ, როგორც მწვრთნელები.

პირდაპირ გეუბნებით და არ მოვერიდები ამის თქმას, ისინი იყვნენ დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იყვნენ დიდებული მწვრთნელები. აბსოლუტურად ორი სხვადასხვა პროფესიაა.

მე ვფიქრობ, ეს ადამიანები უკვე, რომლებმაც ფეხბურთის თამაში დაასრულეს და მოგვევლინენ უკვე ამ ბიჭების მწვრთნელებად, მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, ამ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში. ეს თაობა იყო საგანძური ქართული ფეხბურთისა და ჩვენ გვმართებდა, რომ ისინი უკეთესად გამოგვეყენებინა.

ეს დღესაც ასეა - იმიტომ, რომ ხანდახან, ფეხბურთელები, რომლებსაც უდიდესი ფეხბურთელი აქვთ ნათამაშები, შემდეგ უკვე მაკვირვებენ, როგორც მწვრთნელის რანგში, თითქოს ფეხბურთი არც უთამაშიათ. სამწვრთნელო სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავდება ფეხბურთელის პროფესიისგან."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი