მორიგი ტრანსფერი ესპანეთში - გაიცანით ახალი 15 წლის ქართველი ტალანტი » სპორტის ხაზი

მორიგი ტრანსფერი ესპანეთში - გაიცანით ახალი 15 წლის ქართველი ტალანტი

მორიგი ტრანსფერი ესპანეთში - გაიცანით ახალი 15 წლის ქართველი ტალანტი
21-07-2024, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ქართულმა გვერდმა, კერძოდ 90min-მა დაწერა, ესპანეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს!

15 წლის გიორგი ჯანელიძემ ლევანტესთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და U18-ში ითამაშებს.

სოციალურ ქსელში, გიორგი მამარდაშვილი ახალგაზრდა ტალანტის გამომწერია. როგორც შევიტყვე, გიორგი ვალენსიაში, სწორედ მამარდას გვერდით სახლში ცხოვრობს და მსოფლიო დონის მეკარისგან, რომელიც მისი ოჯახის ახლობელია, რჩევა - დარიგებებს ყოველდღიურად მოისმენს.

გიორგი, უახლეს მომავალში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლევანტეს ქართველ ნახევარმცველსაც შეხვდება. ქოჩორამ წინ გადადგმული ნაბიჯი შორიდან უკვე მიულოცა და უკეთ გაცნობის მიზნით მასთან, სახლში, ვახშამზე მიიპატიჟა.

ლევანტეში სინჯებამდე, გიორგი დინამო თბილისის აკადემიაში 6 წელი ირიცხებოდა და ამიტომ, ამ გუნდის მიერ, მის აღზრდაში გაწეული შრომისთვის, ძალიან მადლიერია.

1,88 მეტრი სიმაღლის ფეხბურთელი მარცხენა მცველისა და მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. სულ ცოტა ხნის წინ კი საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შეკრებაზეც იმყოფებოდა.

- წერს ქართული გვერდი.

მორიგი ტრანსფერი ესპანეთში - გაიცანით ახალი 15 წლის ქართველი ტალანტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი