სევილიას ყოფილმა მეკარემ, რინატ დასაევმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველ მეკარეს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.
"თუ ასე ვარჯიშს გააგრძელებს, მამარდაშვილს დიდი მომავალი ელის - მას შეუძლია კასილასის, ვან დერ სარის ან ნოიერის დონის მეკარე გახდეს. ამის ნიჭი ქართველ მეკარეს ნამდვილად აქვს", - განაცხადა დასაევმა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვალენსია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მზად არის გიორგი მამარდაშვილი გაყიდოს, თუმცა, კლუბსაც და ფეხბურთელსაც დაინტერესებულ მხარესთან ერთი მოთხოვნა აქვთ - მამარდაშვილი აუცილებლად სასტარტოს მეკარე უნდა იყოს.