UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და აღნიშნა, რომ ოქროს ბურთის ჯილდოს ესპანეთის ნაკრების და რეალ მადრიდის მცველი, დანი კარვახალი იმსახურებს.
"კარვახალმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერ თასი და ესპანეთის ჩემპიონატი - მას წელს სხვა ნებისმიერ მოთამაშეზე მეტი ტიტული აქვს, ამიტომ ოქროს ბურთსაც ის იმსახურებს - უდავოდ!", - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ კარვახალის კონტრაქტს რეალ მადრიდში ვადა 2025 წლის ივნისს ეწურება, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი გერმანული Transfermarkt-ის ინფორმაციით 12 მილიონი ევროა.