"ქედი მოიხარეთ ქართველების წინაშე" - Planet Rugby ავსტრალიასთან მატჩზე » სპორტის ხაზი

"ქედი მოიხარეთ ქართველების წინაშე" - Planet Rugby ავსტრალიასთან მატჩზე

"ქედი მოიხარეთ ქართველების წინაშე" - Planet Rugby ავსტრალიასთან მატჩზე
20-07-2024, 19:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-სერიის მესამე მატჩი სტუმრად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ავსტრალიის ნაკრებთან გამართა და 29:40 დამარცხდა.

ბორჯღალოსნების თამაშს ცნობილი სარაგბო გამოცემა Planet Rugby ეხმაურება.

"ქუდები მოიხადეთ ქართველების წინაშე, დღეს საქართველომ გაიბრწყინა!

მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საერთაშორისო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავიათ.

ბორჯღალოსნებმა 4 შესანიშნავი ლელო გაიტანეს და სიდნეიში მისული გულშემატკივარი ბრწყინვალე თამაშით ასიამოვნეს. მიუხედავად მარცხისა, მათ შეუძლია იმაყონ, რომ ავსტრალიას ღირსეულად ეთამაშეს და დიდი ბრძოლა გაუმართეს
", - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი