საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი რამდენიმე დღის წინ მშობლიურ გურჯაანში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ გულშემატკივრებს შეხვდა.
სოციალურ ქსელში ირინკა მუღალაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ დარბის ქოჩორა პატარა გულშემატკივართან ერთად და მასთან მცირე კომუნიკაციაც აქვს.
- "პირობას მაძლევ, რომ ყოველდღე ივარჯიშებ?"
- "პირობას ვდებ, რომ ყოველდღე ვივარჯიშებ. დილით 10 საათზე გამოვალ სტადიონზე და ვივარჯიშებ"
იხილეთ ვიდეო: