"ეს ფეხბურთელები მომაცილეთ!" - კონტემ ნაპოლიში შავი სია წარადგინა » სპორტის ხაზი

"ეს ფეხბურთელები მომაცილეთ!" - კონტემ ნაპოლიში შავი სია წარადგინა

"ეს ფეხბურთელები მომაცილეთ!" - კონტემ ნაპოლიში შავი სია წარადგინა
19-07-2024, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური La Repubblica-ს ინფორმაციით, ნაპოლის ახალმა დამრიგებელმა, ანტონიო კონტემ ფეხბურთელთა შავი სია წარადგინა, სადაც მან ის მოთამაშეები მოაქცია, რომლებთან ერთადაც თანამშრომლობა არ სურს.

როგორც იწერება, დიდია შანსი იმისა, რომ გუნდი ორი მცველიდან ერთ-ერთმა, ნათანმა ან ჟუან ჟესუსმა დატოვოს. გარდა ამისა, იესპერ ლინდსტრომის ევერტონში ტრანსფერიც თითქმის გადაწყვეტილია, არადა დანიელი ფეხბურთელი ნაპოლიში მშვენიერი პრესით მივიდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და როგორც ჩანს, სკანდინავიელისთვის ნდობის გაცემას არც კონტე აპირებს.

გარდა ამ ფეხბურთელებისა, ვიცით ისიც, რომ ვიქტორ ოსიმენს პარი სენ-ჟერმენისკენ აქვს გეზი აღებული, მასთან ერთად კი გუნდი გაეტანომ და ლეო ოსტიგორმაც უნდა დატოვონ. ასევე, კონტეს არც ჯოვანი სიმეონე და არც ახალწვეული სირილ ნგონჟი მოსწონს.

მოკლედ, კონტეს ნაპოლიში დიდი რევოლუციის მოწყობა სურს და როგორც ჩანს, მის გეგმებს ბევრი ფეხბურთელი შეეწირება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, იტალიური მედია წერს, რომ კონტე მას მთავარ ლიდერად განიხილავს და ახალი სეზონიდან კვარა ნაპოლის ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელი უნდა გახდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი