EJU გრიგალაშვილზე: "ოლიმპიადაზე ტატოს ბრძოლა მთავარი მოვლენა იქნება" » სპორტის ხაზი

EJU გრიგალაშვილზე: "ოლიმპიადაზე ტატოს ბრძოლა მთავარი მოვლენა იქნება"

EJU გრიგალაშვილზე: "ოლიმპიადაზე ტატოს ბრძოლა მთავარი მოვლენა იქნება"
18-07-2024, 19:02
Aa Aa
გაზიარება:

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, იგივე EJU-მ 2024 წლის ოლიმპიადის შესახებ დაწერა, საიდანაც ტატო გრიგალაშვილი და მატიას კასე გამოარჩია.

მსოფლიოს პირველ და მეორე ნომრად განთესილი ძიუდოისტები ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან, EJU კი წერს, რომ მათი ფინალში ნახვა მთავარი მოვლენა იქნება.

მათი დაპირისპირება იქნება როგორც აღმაფრთოვანებელი, ისე ემოციურად დამქანცველი და დამღლელი. ამ ბრძოლის შესახებ მოლოდინები მართლაც ძალიან დიდია და ვერავინ იტყვის თუ ვინ გახდება 2024 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

- დაწერა EJU-მ.

ცნობისთვის, პარიზში ძიუდოს 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის შეჯიბრი 30 ივლისს არის დაგეგმილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი