კონორ მაკგრეგორი: "თოფურია ჩემთვის ძალიან პატარა მებრძოლია" » სპორტის ხაზი

კონორ მაკგრეგორი: "თოფურია ჩემთვის ძალიან პატარა მებრძოლია"

კონორ მაკგრეგორი: "თოფურია ჩემთვის ძალიან პატარა მებრძოლია"
18-07-2024, 17:19
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას შესახებ კომენტარი გააკეთა და მას პატარა უწოდა.

ილია თოფურია ქართველ-ესპანელია. მას ოქტაგონზე თავის სტილი აქვს და ცუდი მებრძოლი არაა, თუმცა ჩემთვის პატარაა. შემიძლია, რომ ის მაგრად ვცემო.

- ამბობს მაკგრეგორი.

თავად ილიას მიაჩნია, რომ კონორის დრო უკვე წასულია და მას ქართველთან ოქტაგონზე დაპირისპირების შემთხვევაში არანაირი შანსი არ ექნება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ თოფურია 99%-იანი ალბათობით თავის მომდევნო შეხვედრას ამერიკელი მებრძოლის, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი