"ასე თამაში ძალიან რთულია" - დინამოს მწვრთნელი ფიფიას აკრიტიკებს? » სპორტის ხაზი

"ასე თამაში ძალიან რთულია" - დინამოს მწვრთნელი ფიფიას აკრიტიკებს?

"ასე თამაში ძალიან რთულია" - დინამოს მწვრთნელი ფიფიას აკრიტიკებს?
18-07-2024, 11:48
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა დინამო თბილისსა და მორნარ ბარს შორის გაიმართება, რომლის პირველი მატჩიც მონტენეგროელებმა 2:1 მოიგეს.

აღნიშნული თამაშის წინ, დინამოს დამრიგებელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა, ერთ-ერთ მონაკვეთში კი ფელდჰოფერმა შემადგენლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებაც გამოთქვა, რაც, შეგვიძლია, რომ რომან ფიფიას ირიბ კრიტიკად მოვიაზროთ.

ძალიან რთულია დინამოში ბალანსის პოვნა ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეებს შორის. ვნახოთ, გამოგვივა თუ არა, რომ მათ შორის წონასწორობა დავიცვათ, რადგან მხოლოდ ახალგაზრდების ამარა თამაში ევროტურნირებზე საკმაოდ რთული რამაა.

- თქვა დინამოს მწვრთნელმა.

როგორც ჩანს, ფელდჰოფერი უკმაყოფილოა იმით, რომ დინამო თავიდან ბოლომდე ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს და გუნდში გამოცდილი მოთამაშეების ნაკლებობაა.

აი, როგორია დინამოს შემადგენლობა ასაკის მიხედვით:

მეკარე | მიხეილ მაქაცარია (21 წლის)

მცველები | საბა ხვადაგიანი (21 წლის), ნიკოლოზ უგრეხელიძე (20 წლის), ალექსანდრე კალანდაძე (23 წლის), საბა ხარებაშვილი (15 წლის)

ნახევარმცველები | ნოდარ ლომინაძე (22 წლის), ლევან ოსიყმაშვილი (22 წლის), დომინიკ საიმონი (23 წლის)

ფორვარდები | ვახტანგ სალია (16 წლის), ოსკარ სანტისი (25 წლის), ნიკოლოზ ცეცხლაძე (18 წლის).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი