გიორგი მიქაუტაძეს ლიონთან კოტნრაქტი დღეს უნდა გაეფორმებინა, ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, თუმცა ოფიციალური სიახლე ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ადგილობრივი გამოცემების მტკიცებით, 23 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი ლიონში ჩაშლის პირსაა, ამის მიზეზად კი ფეხბურთელის აგენტის, ალენ მილიაჩოს სურვილს ასახელებენ - მას მიქაუტაძის მონაკოში გადაყვანა სურს.
თავის მხრივ, ლიონი მზადაა მეცს 18 მილიონი გადაუხადოს, მონაკო კი ნაწილ-ნაწილ გადახდის მომხრეა.
ერთი სიტყვით, მიქაუტაძის მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანია და ყველაფერი უახლოეს საათებში გაირკვევა.