კონტემ კლანჭები გამოაჩინა - რა გადაწყვეტილება მიიღო ნაპოლის მწვრთნელმა ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

კონტემ კლანჭები გამოაჩინა - რა გადაწყვეტილება მიიღო ნაპოლის მწვრთნელმა ხვიჩაზე

კონტემ კლანჭები გამოაჩინა - რა გადაწყვეტილება მიიღო ნაპოლის მწვრთნელმა ხვიჩაზე
17-07-2024, 19:16
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გაზეთის, Il Mattino-ის ინფორმაციით, ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

წყაროს ცნობით, კონტემ ქართველ შემტევს ულტიმატუმი წაუყენა - ხვიჩა ან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, ან ძველი ხელშეკრულებით მოუწევს თამაშის გაგრძელება. 54 წლის სპეციალისტს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ კვარაცხელიას კონტრაქტი ამ დრომდე იწელება და კლუბში სიტუაციის დალაგება სეზონის დასაწყისამდე სურს.

ცნობისთვის, ნაპოლი ხვიჩას ხელფასის სახით წელიწადში 3.5 მილიონ ევრომდე სთავაზობს, თუმცა, ფეხბურთელის მხარე მეტის მოლოდინშია, ისე კი ქართველ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2027-წლამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი