როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ჰანსი ფლიკი აპირებს, რომ ახალი სეზონიდან გიუნდოგანს ბარსელონაში დრო მნიშვნელოვნად შეუმციროს.
გერმანელი მწვრთნელი აპირებს, რომ ილქაის შეხვდეს და ამ თემაზე დაელაპარაკოს, რაც იმის შანსს გაზრდის, რომ გიუნდოგანმა გუნდი დატოვოს.
ბარსელონას ახლა არც თუ სახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია აქვს, ასეთი მოთამაშის გაშვება კი ფინანსურ დაწოლას მნიშვნელოვნად შეამცირებდა.
გიუნდოგანი ბარსაში წინა ზაფხულს გადავიდა და კატალონიური გრანდის ნახევარდაცვის ლიდერი უმალვე გახდა.