გვაქვს არგუმენტი, რომ უეფა შეცდა - როგორ დააიგნორეს მამარდაშვილის თამაში » სპორტის ხაზი

გვაქვს არგუმენტი, რომ უეფა შეცდა - როგორ დააიგნორეს მამარდაშვილის თამაში

გვაქვს არგუმენტი, რომ უეფა შეცდა - როგორ დააიგნორეს მამარდაშვილის თამაში
16-07-2024, 18:43
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, უეფამ ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, მეკარის პოზიციაზე უეფამ მხარი ფრანგ მენიოს დაუჭირა და მამარდაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსი დაიგნორებული დატოვა.

მოდით, ვისაუბროთ ყველა იმ არგუმენტის შესახებ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უეფამ ამ გადაწყვეტილებით მკაცრი შეცდომა დაუშვა.

1. მოგერიებათა სიმრავლე - აქ მარტივი მათემატიკა ყველა კითხვას აქრობს, რადგან მამარდაშვილი უბრალოდ საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ჩატარებულ 4 შეხვედრაში ჯამურად 29 მოგერიება მიითვალა (ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგი), მენიომ კი 6 თამაშში 15 ბურთი აიღო. ამდენად, მამარდაშვილმა თითქმის ორჯერ ნაკლებ შეხვედრაში, თითქმის ორჯერ მეტი ბურთი აიღო, რაც პირველი და უმთავრესი არგუმენტია ჩვენი მეკარის სასარგებლოდ!

2. მოგერიებათა ხარისხი - აღებულ ბურთებს თავისი ხარისხი აქვთ და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვერავინ იტყვის, რომ გიორგი იოლ დარტყმებს იგერიებდა და სტატისტიკის მოტყუებით გაბერვას/გაზრდას ცდილობდა. იოლი კი არა, დიოგუ დალოს დარტყმულის აღება სრული შედევრი იყო. გაიხსენეთ, თუ როგორ ურტყამს საჯარიმოს მისადგომებიდან პორტუგალიელი მცველი და გაიხსენეთ კადრი, რომელშიც მამარდაშვილი ბოლო წამამდე არ ჩნდება, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კატასავით მიფრინავს და ბურთს შორეული ცხრიანიდან ხსნის. პირდაპირ ვთქვათ, ასეთი მოგერიება მენიოს ტურნირზე ნაკლებად ჰქონდა, ეს კი გასათვალისწინებელი ფაქტორია!

3. გაშვებული გოლები - კი, მენიომ 3 გოლი გაუშვა, გიორგიმ კი 8, რაც, ერთი შეხედვით, ფრანგის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ვერცერთ ბურთზე ვიტყვით, რომ ის ქართველის შეცდომით გავიდა. აი, რას წერს ამაზე ქართველი კომენტატორი, ტატო ბაციკაძე:

თურქებმა 2 სასწაული და აუღებელი გაუტანეს, მესამე გოლზე საერთოდ კარში არ იყო. ჩეხებმა ისეთი გაიტანეს, დედამიწაზე ვერავინ აიღებდა მაგას.
ესპანეთმა პირველი წესების დარღვევით გაუტანა, მეორე, მესამე და მეოთხე 5-6 მეტრიდან დარტყმულები იყო. ანუ 7-ვე გოლზე, როცა კარში იდგა, კაციშვილი ვერ აიღებდა მაგ ბურთებს და ერთზე წინ იყო წასული. ეგეთი დეტალებიც უნდა გაითვალისწინო, როცა სიმბოლურს ადგენ და არა ჰაიჰარალოზე აბა მოდიო მენიო ფრანგია, მილანშია, ჯიგარია, ცოტა გოლი გაუშვა და ჩავსვათ.

- წერს ტატო ბაციკაძე.

მოკლედ, უეფაში არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და ეს ცხადზე ცხადია. რა თქმა უნდა, თავად მენიოზე ცუდი არაფრის თქმა არ შეიძლება, თუმცა მისი სიმბოლურში ჩასმა და მამარდაშვილის დაიგნორება უადგილო რომ იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი