ქართველების დუელი საფრანგეთში - როდის შედგება მატჩი უკვე ცნობილია » სპორტის ხაზი

ქართველების დუელი საფრანგეთში - როდის შედგება მატჩი უკვე ცნობილია

ქართველების დუელი საფრანგეთში - როდის შედგება მატჩი უკვე ცნობილია
16-07-2024, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილი, რომლის ტრანსფერიც კლუბს 6 მილიონი ევრო დაუჯდა, უკვე ოფიციალურად შეუერთდა სენტ-ეტიენს და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ფეხბურთელი ახლოს იყო მონაკოში გადასვლასთან, მაგრამ ყველაფერი ბოლო დღეს შეიცვალა - ახლა ქართველი შემტევი ლიონშია და ხელსაც ამ კლუბთან მოაწერს.

საფრანგეთის ჩემპიონატის კალენდარი უკვე შედგენილია და შეგვიძლია ზუსტი თარიღი გავიგოთ, თუ როდის დაუპირისპირდებიან ქართველები ლიგა 1-ში პირველად ერთმანეთს.

მაშ ასე, "ქართული დუელი" მე-11 ტურის შეხვედრაში გაიმართება, რომელიც 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი