მიქაუტაძე უკვე ლიონშია - ფაბრიციო რომანო კონტრაქტის დეტალებზე წერს » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე უკვე ლიონშია - ფაბრიციო რომანო კონტრაქტის დეტალებზე წერს

მიქაუტაძე უკვე ლიონშია - ფაბრიციო რომანო კონტრაქტის დეტალებზე წერს
16-07-2024, 11:05
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის მონაკოში ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, ამის მიზეზად კი მედია სათამაშო დროზე ვერ შეთანხმებას ასახელებს - როგორც იწერება, ქართველ ფორვარდს გარანტირებული სათამაშო დრო უნდოდა, რასაც მონაკო ვერ შეპირდა.

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, 23 წლის ფორვარდი უკვე მშობლიურ ლიონში იმყოფება და სამედიცინო შემოწმების გავლას ელოდება.

მისივე მტკიცებით, ხელშეკრულება 2029-წლამდე იქნება გათვლილი, სხვა დეტალები კი ამ ეტაპზე უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი