მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან 4:1 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, პირდაპირ ეთერში, გერმანელმა კომენტატორმა ქართველებისადმი აღტაცება ვერ დამალა.
"ესენი ვინ ყოფილან? ისე იბრძვიან ქართველები, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდეს - ან მოგება, ან სიკვდილი!
ასე ითამაშეს თურქეთთან, ჩეხებთან და ასე იბრძვიან პორტუგალიასთანაც. დიახ, ეს საქართველოა, ფენომენალური და განუმეორებელი, გაუმარჯოს ამ ქართულ საოცრებას", - განაცხადა კომენტატორმა.