"საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ..." - უეფას პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ..." - უეფას პრეზიდენტი

"საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ..." - უეფას პრეზიდენტი
14-07-2024, 18:32
Aa Aa
გაზიარება:

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპის ჩემპიონატის 24-გუნდიანი ფორმატი შეაქო და თავისი არგუმენტები საქართველო-სლოვენიის ნაკრებების მაგალითზე გაამყარა.

"24-გუნდიანი ფორმატი უფრო საინტერესოა და ეს ამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა - ვნახეთ საქართველოს და სლოვენიის ნაკრებები, რომლებიც შესაძლოა 16-გუნდიანი ფორმატის შემთხვევაში ამ ტურნირზე ვერ მოხვდებოდნენ, არადა აქ ყოფნა ნამდვილად დაიმსახურეს, გამოჩნდა რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება.

ტურნირიდან ბევრი ფეხბურთელის გამორჩევა შემიძლია, მაგალითად ბელინგემი, კეინი, როდრი, რომელიც ესპანეთის ტვინია და ბურთს არასდროს კარგავს. ასევე უნდა ავღნიშნო ხვიჩა კვარაცხელია და სლოვენიელი ფეხბურთელი კარნიჩნიკი, რომლის შესახებაც არაფერი გვეცოდინება რომ არა ეს ევრო
", - განაცხადა ჩეფერინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი