ვინ იქნება სენტ ეტიენში ზურიკოს კონკურენტი? - იოლი გზა ქართველს » სპორტის ხაზი

ვინ იქნება სენტ ეტიენში ზურიკოს კონკურენტი? - იოლი გზა ქართველს

ვინ იქნება სენტ ეტიენში ზურიკოს კონკურენტი? - იოლი გზა ქართველს
13-07-2024, 18:36
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილმა ბორდო დატოვა და ლიგა 1-ში აღზევებულ სენტ ეტიენში გადავიდა, ეს უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული.

როგორც იცით, დავითაშვილი უმთავრესად შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, ასე იყო ბორდოშიც და ასეა ეროვნულ ნაკრებშიც. ამდენად, მოდით, ვნახოთ თუ ვის აბარია შეტევაში მარჯვენა მხარე სენტ ეტიენის რიგებში და რამდენად გაუჭირდება მასთან დავითაშვილს კონკურენციის გაწევა.

ნათანაელ მბუკუსა და ირვინ კარდონაზე საუბარი საერთო კონტექსტში შეგვიძლია. წინა სეზონის განმავლიბაში სენტ ეტიენის მარჯვენა განაპირა ფლანგი ხან ერთს ეჭირა, ხან მეორეს, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ ორივე აუგსბურგში დაბრუნდა, საიდანაც ისინი სენტ ეტიენში იჯარით იყვნენ განათხოვრებულნი.

ალბათ, ზურიკოს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი დილან შემბოსტი იქნება, რომელთანაც, წესით, ზურიკოს კონკურენციის გაწევა არ უნდა გაუჭირდეს, ამის თქმის საშუალებას კი ის გვაძლევს, რომ სენტ ეტიენის დამრიგებელმა სეზონის მეორე ნახევარში შემბოსტი ცენტრალურ ზონაში გადაიყვანა, მარჯვენა ფლანგზე დატოვებული სიცარიელის ამოსავსებად კი, როგორც ჩანს, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას მთლიანად ზურიკო დავითაშვილის იმედი ექნება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი