კარლსრუე ბუდუს დატოვებაზე მუშაობს - რას გადაწყვეტს ზივზივაძე? » სპორტის ხაზი

კარლსრუე ბუდუს დატოვებაზე მუშაობს - რას გადაწყვეტს ზივზივაძე?

კარლსრუე ბუდუს დატოვებაზე მუშაობს - რას გადაწყვეტს ზივზივაძე?
12-07-2024, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

როგორც კარლსრუეს სპორტული დირექტორი, სებასტიან ფრაისი ამბობს, გერმანული კლუბი სატრანსფერო ფანჯრისას ბუდუ ზივზივაძის შენარჩუნებაზე იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების 8 ნომერი ახლა შვებულებაშია გასული, თუმცა მალე კლუბში დაბრუნდება და ხელმძღვანელობას საკუთარი მომავლის შესახებ გაესაუბრება.

ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეში 2023 წლის დასაწყისიდან თამაშობს. მან გასული სეზონი მეორე ბუნდესლიგაში საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და 12 გოლიც მიითვალა.

რაც შეეხება ბუდუს მსურველებს, ისინი თურქეთიდან და ინგლისიდან არიან, თუმცა ჯერჯერობით გუნდების სახელები არ სახელდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი