ბოლო პერიოდში ხმები დაირხა, რომ ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დარჩენა ბოლომდე გარანტირებული არ არის.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა თქვა, მას და მის ჯგუფს სანიოლის შენარჩუნების დიდი სურვილი აქვს, თუმცა წინ სასაუბრო ჯერ კიდევ ბევრი იქნება.
გასაკვირი სულაც არაა, რომ ასეთ დროს კვლავ ამოტივტივდა თემურ ქეცბაიას სახელი და გვარი, ადამიანის, რომელსაც სულით და გულით უყვარს ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული თითოეული დეტალი.
დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ თემური ნაკრებში აღარასდროს დაბრუნდება, რაზეც ქეცბაიას კომენტარივე მეტყველებს: