ესპანური eldesmarque-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას კვლავ შეეცდება.
გამოცემის მტკიცებით, ვალენსია ქართველი მეკარის გასაყიდად მზადაა, თუმცა კლუბსაც და მოთამაშესაც ერთი პირობა აქვთ - გუნდი, რომელიც 23 წლის მეკარეს იყიდის, ევროტურნირებზე უნდა ასპარეზობდეს და მამარდაც მათი სასტარტოს მეკარე უნდა იყოს. (უპირატესობა მიენიჭება ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდებს).
ცნობისთვის, მამარდაშვილის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 35 მილიონი ევროა, რაც ბაიერნისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან მიუნხენში კარგად ესმით, რომ ქართველი მანუელ ნოიერის ღირსეული შემცვლელი იქნება.