მოგეხსენებათ, ფრანგული პსჟ მთელი ზაფხულია ნაპოლის შემტევების, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს.
ადგილობრივი გამოცემების მტკიცებით, ახლახანს პარი სენ-ჟერმენმა იტალიურ გუნდს ამ დუეტში 200 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ნაპოლი კვარას დათმობისკენ თავს იკავებს - ოსიმენის გაყიდვაზე კი თანახმანი არიან.
როგორც გაირკვა, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთის, ანტონიო კონტესთვის ხვიჩა ხელშეუხებელი მოთამაშეა და მომდევნო სეზონში გუნდის სათამაშო ტაქტიტის აგებას სწორედ ქართველზე აპირებს.