კოპა ამერიკის ნახევარფინალურ ეტაპზე ურუგვაის ნაკრები კოლუმბიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველასთის მოულოდნელად ლივერპულის და ურუგვაის ნაკრების ფორვარდი, დარვინ ნუნესი ტრიბუნებისკენ გაეშურა და კოლუმბიელ გულშემატკივრებთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კოლუმბიელები ურგუვაელი მოთამაშეების ოჯახებისთვის განკუთვნილ სექტორთან მივიდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, პირველი კი მათ დასაცავად სწორედ ნუნესი გაეშურა.
იხილეთ ვიდეო: