როგორც იცით, ახალ ერთა ლიგაზე საქართველოს ჯგუფში ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ჰყავს.
2024/2025 წლების ახალი ერთა ლიგა შემოდგომაზე დაიწყება და წელიწადის ამ დროშივე დასრულდება, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატის კლასიკური წილისყრა დეკემბერში ჩატარდება.
იქედან გამომდინარე, რომ უკრაინა საომარ მოქმედებებშია ჩართული, მათი ნაკრები საქართველოს სხვა ქვეყანაში უმასპინძლებს.
ვილი სანიოლის გუნდი უკრაინას სტუმრად მე-3 ტურში უნდა დაუპირისპირდეს. დადგინდა, რომ ეს მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება.