"პსჟ" მზად არის KO დუეტის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს » სპორტის ხაზი

"პსჟ" მზად არის KO დუეტის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს

"პსჟ" მზად არის KO დუეტის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს
9-07-2024, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, პაოლო ბარჯიჯას ინფორმაციით, პსჟ ნაპოლის შემტევი დუეტის სანაცვლოდ მზად არის 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ხვიჩას ნაპოლისთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, რის მიხედვითაც წლიურად 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ნაპოლის პრეზიდენტი დე ლაურენტისი მას ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს 2029 წლამდე, სადაც მისი ანაზღაურება 5.5 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება.

პრესაში კი გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს პსჯ ხვიჩას გაცილებით უკეთეს ანაზღაურებას სთავაზობს - წელიწადში 11 მილიონის ოდენობით.

როგორ განვითარდება მოვლენები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ხვიჩას და ახლა უკვე ოსიმენის მიმართ, პარიზელების მხრიდან ინტერესი რომ სერიოზულია, ეს ნამდვილად ფაქტია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი