მამარდაშვილის სანაცვლოდ ვალენსია 40 მილიონ ევროს ითხოვს » სპორტის ხაზი

მამარდაშვილის სანაცვლოდ ვალენსია 40 მილიონ ევროს ითხოვს

მამარდაშვილის სანაცვლოდ ვალენსია 40 მილიონ ევროს ითხოვს
8-07-2024, 21:29
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის მომავალი ვალენსიაში გაურკვეველია.

ვალენსიასთვის ქართველი მეკარე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და როგორც ჩანს მას მარტივად არ შეელევიან.

მამარდაშვილს ესპანელები 40 მილიონ ევროდ აფასებენ. ევრო 2024-ზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, კლუბის პრეზიდენტის, პეტერ ლიმის აზრით ქართველი მეკარის გასასხვისებლად საუკეთესო დროა, რადგან მისმა კლუბმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. მიუხედავად ამისა ამ ეტაპზე არ ჩანს რომელიმე გუნდი, რომელიც შეძლებს ესპანური კლუბის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ესპანური ცნობილი გამოცემა Marca იუწყება რომ მამარდაშვილი ვალენსიას 28 ივლისს შეუერთდება, მანამდე კი შესაძლოა ბევრი რამ გაირკვეს მის მომავალთან დაკავშირებით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი