ესპანეთთან მატჩის გადათამაშების პეტიციას 300 000-ზე მეტმა გერმანელმა მოაწერა ხელი » სპორტის ხაზი

ესპანეთთან მატჩის გადათამაშების პეტიციას 300 000-ზე მეტმა გერმანელმა მოაწერა ხელი

ესპანეთთან მატჩის გადათამაშების პეტიციას 300 000-ზე მეტმა გერმანელმა მოაწერა ხელი
8-07-2024, 16:08
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული გამოცემა Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, 300 000-ზე მეტმა ადგილობრივმა ქომაგმა მოაწერა ხელი, რომ გერმანიასა და ესპანეთს შორის გამართული შეხვედრა გადათამაშდეს.

ცნობისთვის, გერმანია ესპანეთთან 1:2 დამარცხდა, თუმცა, აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრის, ენტონი ტეილორის მიმართ გულშემატკივრებს საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ. ინგლისელმა არბიტრმა რამდენიმე ეპიზოდში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

მატჩის ხელახლა გადათამაშების მიზნით, გერმანიაში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დრომდე 300 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ცხადია, აღნიშნულ შეხვედრას თავიდან არავინ ჩაატარებს, თუმცა გულშემატკივრები პროტესტის გამოხატვას კვლავ განაგრძობენ.

ხსენებულ მატჩში ყველაზე საკამათო ეპიზოდი კუკურელიას ხელის მომენტი იყო, რომელიც მოგვიანებით შემდეგნაირად განიმარტა - თუ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მაშინ ხვდება, როცა ხელი სხეულის უკანაა და თან დახრილ მდგომარეობაში, პენალტი არ ინიშნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი