VIDEO: ცრემლები ვერ შეიკავა - დავით ხოჭოლავას პირველი კომენტარი კარიერის დასრულების შემდეგ » სპორტის ხაზი

VIDEO: ცრემლები ვერ შეიკავა - დავით ხოჭოლავას პირველი კომენტარი კარიერის დასრულების შემდეგ

VIDEO: ცრემლები ვერ შეიკავა - დავით ხოჭოლავას პირველი კომენტარი კარიერის დასრულების შემდეგ
7-07-2024, 17:03
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველასთვის მოულოდნელად დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

გადაწყვეტილების მიზეზად ხშირი ტრავმიანობა დასახელდა - ქართველმა მცველმა კარიერის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი კოპენჰაგენის პრესსამსახურთან გააკეთა:

"ეს რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო - უამრავი საათი და ენერგია დავხარჯე, რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ იმ ფაქტთან შეგუება მომიწევს, რომ მოედანზე ვეღარ დავბრუნდები.

კოპენჰაგენში ფანტასტიური დრო გავატარე - შევიძინე მეგობრები, გამოცდილება და ძლიერი კავშირი ჩამომიყალიბდა ამ კლუბთან, ქალაქთან და განსაკუთრებით ფანებთან.

არასდროს დავივიწყებ იმ მხარდაჭრას, რაც მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ ყველაზე რთულ დროს (უკრაინის ომის პერიოდი). ამისთვის ყოველთვის თქვენი მადლობელი ვიქნები.

დღეიდან კოპენჰაგენის გულშემატკივარი და მე-12 სექციის წევრი ამაყად ვარ
", - განაცხადა ხოჭოლავამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი