"ბაიერნში თამაშს მხოლოდ ამ შემთხვევაში დავთანხმდები" - მამარდაშვილი შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

"ბაიერნში თამაშს მხოლოდ ამ შემთხვევაში დავთანხმდები" - მამარდაშვილი შესაძლო ტრანსფერზე

"ბაიერნში თამაშს მხოლოდ ამ შემთხვევაში დავთანხმდები" - მამარდაშვილი შესაძლო ტრანსფერზე
7-07-2024, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის სახელს ბაიერნს არაერთი სეზონია უკავშირებენ და ცხადია გერმანიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა.

ქართველმა მეკარემ მიუნხენურ გრანდში შესაძლო ტრანსფერი ამ ეტაპისთვის გამორიცხა, რადგან მეორე ნომრად ყოფნა არ სურს.

"ბაიერნს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს და იქ გადასვლას ამ მომენტისთვის არ განვიხილავ - მიუნხენურ გუნდში თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ პირველი მეკარე ვიქნები", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ნოიერმა ამერიკაში გადაბარგება და კარიერის MLS-ში გაგრძელება არ გამორიცხა. თუ ყველაფერი ამ სცენარით წარიმართება, შესაძლოა ქართველი მეკარე ბაიერნის წინადადებას დათანხმდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი