იტალიელი ექსპერტი: "ხვიჩას სხვა გზა არ აქვს, ის ნაპოლიში ამიტომ უნდა დარჩეს" » სპორტის ხაზი

იტალიელი ექსპერტი: "ხვიჩას სხვა გზა არ აქვს, ის ნაპოლიში ამიტომ უნდა დარჩეს"

იტალიელი ექსპერტი: "ხვიჩას სხვა გზა არ აქვს, ის ნაპოლიში ამიტომ უნდა დარჩეს"
6-07-2024, 11:12
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა და ექსპერტმა, ენრიკო ვარიალემ Radio Capri-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგის შესახებ ისაუბრა.

როგორც ვარიალე თვლის, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიდან არ უნდა წავიდეს და კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს, რასაც ჟურნალისტი ასე ხსნის:

ნაპოლის სურვილში ნამდვილად არაა ის, რომ კვარაცხელია სხვას დაუთმოს. თუ ხვიჩა ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულებას არ განაახლებს, მაშინ მას დარჩენილი წლები იმ ხელფასზე მოუწევს თამაში, რაც ახლა აქვს დანიშნული. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ კვარაცხელიას დე ლაურენტისის შეთავაზებაზე თანხმობის მიცემის მეტი სხვა გზა არც აქვს.

- ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.

ბოლო ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი აპირებს, რომ ქართველ შემტევს ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან 5.5-მდე გაუზარდოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი